პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

17.02.22 18:00


ნატო-ს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე შვედეთის თავდაცვის მინისტრს, პიტერ ჰულთქვისთს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები და ურთიერთობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 

ჯუანშერ ბურჭულაძემ პიტერ ჰულთქვისთს უწყებებს შორის არსებული სამაგალითო პარტნიორობისათვის მადლობა გადაუხადა.

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტოტალური თავდაცვის, რეზერვისა და მობილიზაციის სფეროებში წარმატებულ პარტნიორობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

 

აღინიშნა, რომ სტრატეგიული დონის ვიზიტები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას. პიტერ ჰულთქვისთმა დაადასტურა მზადყოფნა საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვიოს აპრილის თვეში.

 

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროატლანტიკური კუთხით შვედეთის მხარდაჭერა.

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მიღწეულ პროგრესსა და პერსპექტივებს. განსაკუთრებული ადგილი დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებისა და გაღრმავების აუცილებლობას.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები