პოლიტიკა

"კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს "პიჯაკების" საქმის გადაწყვეტილებაზე" - ოპოზიციის პასუხი "ოცნებას"

18.02.22 10:15


"კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს "პიჯაკების" საქმის გადაწყვეტილებაზე"  .

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ პარლამენტში არიან "დამნაშავეები" ეხმაურება.

 

იგი აცხადებს, რომ "კობახიძის განცხადება პირდაპირ მიუთითებს, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს "პიჯაკების" საქმის გადაწყვეტილებაზე"  :

 

"ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ირაკლი კობახიძემ, რომ "პიჯაკების საქმე" პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა, რაც არაერთხელ უთქვამთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს და მოხვედრილა არაერთ ანგარიშში მათ შორის სახალხო დამცველის ანგარიშში. ასევე, სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე ეს გამონათქვამი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაა. როდესაც მას, ანუ ბატონ კობახიძეს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს ჯერ რომ განაჩენი თვითონ დააყენოს, ამის უფლებაც არ აქვს, ამბობს იმას, რომ თურმე პარლამენტში არიან "დამნაშავეები" და მაგალითად მოჰყავს თეიმურაზ ჯანაშია. რაც იმას გულისხმობს, რომ რეალურად, ის ჩანაფიქრი, რაც "ქართულ ოცნებას" აქვს, ზუსტად ასახა ის ჩანაფიქრი თავის განცხადებაში.

 

და მესამე, ის რაც განაცხადა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით ირაკლი კობახიძემ, პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ მან დავალება მისცა სასამართლოს იმ გადაწყვეტილების შესახებ რაც შეიძლება ძლაიან მალე დადგეს და საზოგადოებამ იხილოს კიდევ ერთი ოპოლიტიკურად რეპრესირებული და მოტივირებული მართლმსაჯულების შედეგი რაც გულისხმობს პიჯაკების საქმეში, მათ შორის თემოსთან მიმართებით. ეს არის, რეალურად გაგრძელება და სახე პოლიტიკურად მოტივირებული რეპრესიის"- ამბობს ხატია დეკანოიძე. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები