პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს სჭირდებათ რაღაც, რითაც საზოგადოებას აღაშფოთებენ

18.02.22 11:15


საქართველოში, „ნაცმოძრაობის“ გადამკიდე, კრიტიკული მედია არ არსებობს.

საქართველოში არის მხოლოდ ოპოზიციური მედია, რომელიც კრიტიკული მედიის ფუნქციებით არ არის დაკავებული, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ყოველთვის სარგებლობს ტრაგედიებით.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს ყველა ჯერზე სჭირდებათ რაღაც, რითაც საზოგადოებას აღაშფოთებენ. ძალიან ცუდი რაღაცის თქმა მიწევს, მაგრამ რაღაც ტრაგედია რომ ხდება, ამით სარგებლობენ ყველანაირად. ვისი ბრალია, ვისი ბრალი არ არის, საერთოდ არის თუ არა ვინმეს ბრალეულობა ამ ტრაგედიაში, ყოველთვის ცდილობენ საზოგადოების ბრაზი ხელისუფლებისკენ მიმართონ. ხან გამოსდით ნაწილობრივ, ხან არ გამოსდით და მალევე ჩაიქნევენ ხელს და საერთოდ ავიწყდებათ ეს თემა. ბოლო პერიოდში ხომ ბევრჯერ ვნახეთ ეს? ხალხი, რომელიც თვითონ კლავდა, აწამებდა, აუპატიურებდა, საშინელებებს ჩასდიოდა – პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილი მყავს მხედველობაში, უკვეთავს ამ ტრაგედიებს, რომელიც შეიძლება საერთოდ დანაშაულის შედეგად არ მოხდეს“, – განაცხადა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები