პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგას“ შეხვდა

18.02.22 13:20


პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვთა კეთილდღეობის ლიგის“ წარმომადგენლებს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს მუნიციპალიტეტების დონეზე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებაზე ბავშვებთან მუშაობის კუთხით.

 

ორგანიზაცია მუშაობს პროექტზე, რომელიც აშშ-ის მთავრობის მიერ ამერიკის დემოკრატიის კომისიის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.

 

„ჩვენი კომიტეტისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური მუშაობისთვის მიღებული კანონის იმპლემენტაციის პროცესზე დაკვირვება. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებულად საინტერესოა მუნიციპალიტეტებში არსებული მდგომარეობა. დღეს შევხვდით არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს, აქვს გარკვეული ინიციატივები და გეგმები, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს კომიტეტის მხრიდან.

გამოიკვეთა კონტურები, თუ რაში შეგვიძლია ერთმანეთს აღმოვუჩინოთ დახმარება იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტებში გაჩნდეს მეტი შესაძლებლობები „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული დებულებების პრაქტიკული ამოქმედებისთვის“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები