პოლიტიკა

პუტინი რას გადაწყვეტს არავინ იცის, მაგრამ თამაშის წესი ზუსტად იგივეა, რაც 2008 წელს იყო - ჭიაბერაშვილი

18.02.22 13:40


„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი რუსეთ-უკრაინის კრიზისზე, ამ პროცესში დასავლეთის ჩართულობასა და შეერთებული შტატების რეაქციაზე საუბრობს. 

 

როგორც „მთავარი არხის“ ეთერში ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, ადგილზე მდგომარეობის გამწვავებას ე.წ. პროვოკაციებით ხდება. 

 

ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ შტატები და დასავლეთი საინფორმაციო შეტევაზე არიან. ჭიაბერაშვილის თქმით, ამ ტიპის ხმამაღალი საუბარი როგორიც დღეს შტატების მხრიდან, აქამდე არ ყოფილა. 

 

„საბოლოო ჯამში რა იქნება პუტინის გადაწყვეტილება, ეს არავინ იცის, მაგრამ თამაშის წესი რომ ზუსტად იგივეა, რაც 2008 წელს, ეს ცხადზე უცხადესია. იგივეა რაც 2014 წელს, როდესაც დონბასსა და ლუგანსკში ადგილზე მდგომარეობის გამწვავებით, სეპარატისტების წახალისებით ე.წ. პროვოკაციები ხდება, რომელზედაც შემდეგ რეაქციას ახდენს რუსეთის ოფიციალური შეიარაღებული ძალები. 

 

ოღონდ განსხვავება 2008 და 2014 წლებთან არის ის, რომ შეერთებული შტატები და დასავლეთი საინფორმაციო შეტევაზე არიან. როგორც წესი ასეთი ინფორმაცია თვალნათელია ხოლმე, სადაზვერვო და სატელიტური დაკვირვებით... ხელი მიუწვდება ნატოს წევრ ქვეყნებს თუ როგორი არის სამხედრო მდგომარეობა ადგილზე. 

 

ამაზე იმ ტიპის ხმამაღალი საუბარი, რასაც დღეს ვხედავთ, არასოდეს ყოფილა. დღეს პირიქით დასავლეთი არის შეტევაზე და პირიქით, პუტინი, ლავროვი ამბობენ, რომ „არა, ჩვენ ომს არ ვაპირებთ“. ანუ საინფორმაციო კამპანია დიამეტრულად შეცვლილია და ამ საინფორმაციო კამპანიას ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი აქვს იგივე შეერთებული შტატებისა და დასავლეთისთვის“, - აცხადებს ჭიაბერაშვილი. 

 

რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის საკითხს და შემდგომ უკვე სანქციების დაწესებას, ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ სანქციები ძალიან დააზარალებს რუსეთს. 

 

მისივე თქმით, თუ იმ ვითარებამდე მივა სიტუაცია, როგორც ეს ცივი ომის დროს იყო, ზარალი დასავლეთსაც მიადგება. 

 

„სანქციებამდე თუ მივა საქმე, რა თქმა უნდა, სანქციები ძალიან დააზარალებს რუსეთს, მაგრამ სანქციები ნიშნავს ეკონომიკური კავშირების მნიშვნელოვნად ჩაწყვეტას. პრაქტიკულად ცივი ომის დროს როგორც იყო, აი, აქამდე უნდა დავიდეს ყველაფერი და ზარალი დასავლეთშიც იქნება. ამიტომ, ამას საზოგადოებრივი აზრის შემზადება სჭირდება. 

 

მკვეთრად ნეგატიური გახდა პუტინისა და რუსეთის მიმართ დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში, მაგრამ კიდევ უფრო ნეგატიური არის იმის ფონზე, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ. ეს გრძელვადიანად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რუსეთის შებოჭვა, თუ ახლა ომს ავცდით, მაინც უნდა მოხდეს გრძელვადიანად და ამ გრძელვადიანად მის შებოჭვას სჭირდება ადგილებზე, თითოეულ ქვეყანაში, საზოგადოებრივი აზრის მობილიზება, რომ ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის საკითხი გადაწყდეს, ოღონდ არა ისე როგორც პუტინს უნდა“, - დასძინა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები