პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი გზავნილია

18.02.22 15:00


საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატოს თავდაცვის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის.

 

მისივე განმარტებით, თავდაცვის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ნატოელი პარტნიორების მხრიდან იმის დასტურია, საქართველოს ფუნქცია მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

 

„ის ფაქტი, რომ საქართველო ნატოს თავდაცვის მინისტერიალს ესწრებოდა, მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან ეს არის დასტური იმისა, რომ საქართველოს ფუნქცია და მნიშვნელობა, მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. მძლავრი მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ღია კარის პოლიტიკასთან დაკავშირებით, ასევე ჩვენს სუვერენულ არჩევანთან დაკავშირებით, ავირჩიოთ ჩვენი უსაფრთხოების ალიანსები. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს ნატოს თანმიმდევრულ პოლიტიკაზე. მიუხედავად იმ ზეწოლისა, რომელიც ხორციელდება ნატოზე, მისი პოლიტიკა უცვლელია“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები