პოლიტიკა

გია ვოლსკი - მიხეილ სააკაშვილმა პროპაგანდისტური თვალსაზრისით საქმეს „პიჯაკების საქმე” დაარქვა და არა „ბოტოქსების საქმე“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული

18.02.22 17:00


სახელმწიფო თანხების გაფლანგვის საქმეს თუ გრიფი „საიდუმლო” მოეხსნება, ეს მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარისთვის უფრო ხელსაყრელი რატომ არის, ან გრიფი „საიდუმლო” რაღას ადევს, როცა ამ საქმეში არსებული ყველა ციფრი ვიცით? – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მიმართვას გამოეხმაურა.

 

ვოლსკი აღნიშნავს, რომ ამ საქმეს „პიჯაკების საქმე” ნაკლებად ეთქმის, რადგან ადგილი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

 

„ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილმა თავად მოიგონა, რომ დანაშაული შეამციროს და პროპაგანდისტური თვალსაზრისით ამ საქმეს „პიჯაკების საქმე” დაარქვა, ვიდრე ვთქვათ, „ბოტოქსების“, რაშიც განსაკუთრებით დიდი თანხებია დახარჯული. რა საკვირველია, პიჯაკი უნდა იყიდო და წარმომადგებლობითი ხარჯები გქონდეს, მაგრამ ეს ხარჯები გაწერილი არ უნდა გქონდეს პირადი ექიმისთვის, შვილისთვის და გერმანიაში სამოგზაუროდ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და ითხოვს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის 2013 წელს და შემდგომ პერიოდში გაწეულ ხარჯებებს გრიფი „საიდუმლო“ მოეხსნას.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები