პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან უპრინციპობაზე საუბარი სასაცილოა

18.02.22 17:20


„ლელოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ალიანსზე, განცხადება დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გააკეთა და ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკურ ძალას უპრინციპო პარტია უწოდა. კობახიძის ბრალდებას, ბრალდებითვე უპასუხა ბადრი ჯაფარიძემ.

 

„უპრინციპობაზე საუბარი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისგან სასაცილოა. ესაა მართლაც წარმოუდგენელი მატყუარების პარტია და ეს რეპუტაცია მთელს ევროპაში, შეერთებულ შტატებში დაიმკვიდრეს მყარად. აქ საუბარია ოპოზიციური ელექტორატის მობილიზებაზე. ცილისწამება, რაღაც იარლიყების მოწებება აღარ იმუშავებს“, - განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

 

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, არსებობს ძალიან მჭიდრო ალიანსი „ნაცმოძრაობასა“ და „ლელოს“ შორის და მათ შორის ზღვარი წაშლილია. მისივე თქმით, როდესაც „ლელო“ აფიქსირებს, რომ „ნაცმოძრაობას“ ჰყავს უღირსი ლიდერები და მთლიანად შედის მასთან ალიანსში ამ საარჩევნო მიზნებისთვის, ეს „ლელოს“ უპრინციპობაზე მეტყველებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები