პოლიტიკა

დღეს საქართველოს ევროკომისარი დუნია მიატოვიჩი ეწვევა

21.02.22 10:00


დღეიდან საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი იწყებს. ვიზიტის ფარგლებში, ევროკომისარი შეხვედრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელებთან გამართავს.

 

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ასევე ეწვევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს - აფხაზეთს და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობა. ვიზიტი 27 თებერვლის ჩათვლით გასტანს.

 

ვიზიტის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები - დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, შრომითი უფლებები და კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები