პოლიტიკა

ჩვენი ვალდებულებაა, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის ვადებს შეამცირებს - ნიკა მელია

21.02.22 10:15


ნიკა მელიამ რუსთავის ციხესთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, განაცხადა, რომ როცა მთელი მსოფლიო პუტინის ახალი, სახიფათო სამხედრო აგრესიის მოლოდინშია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსთავის ციხეში ტყვეობაში პუტინის პირადი მტერი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. 

 

"დღეს, როცა მთელი მსოფლიო დაზაფრულია და მოლოდინშია პუტინის ახალი, სახიფათო სამხედრო აგრესიის ტალღის, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აქ (რუსთავის ციხეში) ტყვეობაში არის აყვანილი პუტინის პირადი მტერი. პუტინისთვის მტერი არის ნებისმიერი თავისუფალი ქვეყანა, განვითარების და დასავლეთის გზაზე დამდგარი. ასეთი ქვეყანაა დღეს უკრაინა და იმიტომაც ხდება ის, რაც ხდება. ასეთი სახელმწიფო ვიყავით წლების განმავლობაში და იმიტომაც ხდებოდა ის, რაც ხდებოდა, მიუხედავად განვითარებისა დიდი და რეფორმებისა, რომელსაც ატარებდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება, რუსეთი ჩასაფრებული მზაკვრული გეგმები იყო მუხრუჭი. რომ არა ის ბოროტი ძალა, ქვეყანა სხვა განვითარების დონეზე იქნებოდა. ამას ბიძინა ივანიშვილიც კი, როგორც მსახური რუსეთის ფედერაციის, ვერ მოსპობდა. ჩვენი ვალდებულებაა ადამიანური, მეგობრული, პოლიტიკური, რომ ვიყოთ სხვადასხვა ადგილებში ძალიან ხშირად, ვაკეთოთ ყველაფერი, რაც შეამცირებს ვადას მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ყოფნის.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები