პოლიტიკა
21.02.22 10:45
„ლელოს“ ლიდერ ბადრი ჯაფარიძესა და „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერ ირმა ინაშვილს შორის შეხვედრა გაიმართა.
როგორც ინაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ბადრი ჯაფარიძესთან შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით ისაუბრეს, თუმცა, როგორც ინაშვილი ამბობს, კონკრეტულად რუსთავის არჩევნებთან დაკავშირებით საუბარი არ ყოფილა.
მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსი“ შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს და მხარს არ უჭერს არც ერთ პოლიტიკური პარტიას.
„ბადრი ჯაფარიძეს ვიცნობ დიდი ხანია, ასევე ბადრი ჯაფარიძეს იცნობს დავით თარხან-მოურავი და ბუნებრივია, ეს არ არის გასაკვირი. საქართველოში ადამიანურ ურთიერთობებს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ჩვენ პატივს ვცემთ ბადრი ჯაფარიძეს, ყოველთვის ასე იყო და ამ ურთიერთობებს შევინარჩუნებთ მომავალში.
ჩვენ ვხვდებოდით ერთმანეთს ელჩებთან შეხვედრების ფორმატში, როცა მიშელი სტუმრობდა საქართველოს. ასევე არის არასაჯარო შეხვედრები, სადაც დასამალი არაფერია. დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაზე.
ბევრჯერ შევხვედრივარ ბადრი ჯაფარიძეს, მაგრამ ამით არავინ დაინტერესებულა. სინამდვილეში, ყველას აინტერესებს რუსთავის არჩევნების თემა. პირდაპირ მინდა, ვთქვა, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ არ მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას.
ეს ეხება რუსთავის არჩევნებს და სხვა არჩევნებსაც, სხვაგანაც არის არჩევნები, მოგეხსენებათ. ასევე „საქართველოს პატრიოტთა ერთიანი ფრონტიც“ არ მიიღებს მონაწილეობას ან შუალედურ არჩევნებში და არ გვეყოლება საერთო კანდიდატურა.
არჩევნებში მონაწილეობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო სისტემა შეიცვლება ამ ქვეყანაში. ბუნებრივია, ჩემი ამ განცხადებიდან გამომდინარე, არც არავის არ დავუჭერთ ჩვენ მხარს. მეტიც, არ ჩავერთვებით არანაირად მიმდინარე მოახლოებულ არჩევნებში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
პარტია „ლელოში“ კი განმარტავენ, რომ მოახლოებული არჩევნების ფონზე, ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ ოპოზიციის გაერთიანება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ისინი კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან გააგრძელებენ. მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა მათ შორის ფუნდამენტური განსხვავებები.
„ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი კონსულტაციები რუსთავის არჩევნებთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ოპოზიციურმა პარტიამ დაუჭიროს მხარი ბადრი ჯაფარიძის კანდიდატურას. ეს გაზრდის ჩვენ საერთო შანსებს, რომელიც გაგვაჩნია მოგებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი ამოცანა. ეს არ არის არჩევნები მარტო ერთი ოლქისთვის, ეს არის არჩევნები რუსთავისთვის. რუსთავს შეუძლია, აირჩიოს განახლება, პროგრესული კანდიდატი, განვითარება, მაგრამ იმავე დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ახლა წყდება ბედი საქართველოსი. ეს არის მნიშვნელოვანი საერთო ძალისხმევა, საერთო გამარჯვებისთვის და ჩვენ მოველით, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციური პარტია იყოს ამაში გაწევრიანებული. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს განსხვავებები პოლიტიკურ ძალებს შორის, მათ შორის, რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ძირეული და ფუნდამენტური განსხვავება „ლელოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ შორის, ამის მიუხედავად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საერთო ოპოზიციურმა ძალისხმევამ გამოიღოს საერთო შედეგი, საერთო გამარჯვებისთვის“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს „ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24