პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: დღეს „ქართული ოცნების“ გუნდი შეკრულია ისე, როგორც არასდროს

21.02.22 11:30


დღეს „ქართული ოცნების“ გუნდი შეკრულია ისე, როგორც არასდროს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მისი თქმით, გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით დღეს კითხვის ნიშნები არ არსებობს.

 

„ვნახეთ, სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების დროს როგორი ერთიანია ჩვენი გუნდი და ეს არ არის იმიტომ, რომ ეს არის რაღაც ვერტიკალი ძალაუფლებისა. ეს არის იმიტომ, რომ ყველა ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ. პირადად მე, რაც დღეს ჩვენს გუნდში მახარებს ეს არის, რომ გუნდის ერთიანობასთან დაკავშირებით არ არსებობს არცერთი კითხვის ნიშანი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები