პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ - ეს ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ორი დღე იქნება

21.02.22 12:00


„კახეთში ჩემს ორდღიან ვიზიტს მანავის ციხიდან ვიწყებ. მოვინახულებ სხვადასხვა პროექტს, რომელსაც ჩვენ, რეგიონის განვითარების ხელშესაწყობად, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვახორციელებთ“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

მისი თქმით, ეს არის ევროკავშირის იმ დიდი მიზნის ნაწილი, რომელიც ქვეყნის რეგიონების თანაბარ განვითარებას ითვალისწინებს.

 

„კერძოდ, ეს მიზანი გულისხმობს ქალაქებსა და სოფლებს შორის განსხვავების შემცირებას რეგიონებისთვის ისეთი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ განვითარებას და სამუშაო ადგილების შექმნას, აგრეთვე მათ ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და მოვლაში დახმარებას. ხვალინდელი დღე გარემოს დაცვას მიეძღვნება. კერძოდ, ჩვენ მოვინახულებთ ბიოსფერულ რეზერვატს, რომელიც საქართველოს არაჩვეულებრივი ბუნების შესანარჩუნებლად და, ამავე დროს, ადამიანებისათვის ამ გარემოში მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად შეიქმნა. ეს ჩემთვის ნამდვილად არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი ორი დღე იქნება“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები