პოლიტიკა

დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა

21.02.22 12:20


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დავით ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას შეხვდა. დმიტრო კულებასთან შეხვედრა მიუნხენში, საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა:

 

"საქართველოს ვიცე-პრემიერმა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას ამ ურთულეს და კრიტიკულ მომენტში. ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებული მხარდაჭერის და კონსოლიდაციის მნიშვნელობას, იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს ვითარების დეესკალაცია და თავიდან იქნეს აცილებული ინტერვენცია. ამ კუთხით, აღინიშნა ის მძიმე გამოცდილება, რაც უკრაინას და საქართველოს გააჩნია შეიარაღებული კონფრონტაციის და რუსეთის მხრიდან ტერიტორიების ოკუპაციის სახით.

 

მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს მიმდინარე უსაფრთხოების დიალოგის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორების ერთიანი პოზიციის და საერთო მხარდაჭერის მნიშვნელობას გავლენათა სფეროების გადანაწილების დაუშვებლობას და ქვეყნების სუვერენული არჩევანის პრინციპის ურყევობასთან დაკავშირებით. მხარეები შეთანხმდნენ, რომ განაგრძობენ მჭიდრო კოორდინაციას, როგორც ორმხრივ, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ურთიერთმხადაჭერის და არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით.

 

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს უკრაინისადმი გამოხატული სოლიდარობისათვის." - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები