პოლიტიკა

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოშია

21.02.22 13:00


საქართველოს თურქეთის რესპუბლიკის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ეწვია. მუსტაფა შენთოფს აეროპორტში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ბექა ოდიშარია დახვდნენ.

 

თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე პირველ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარისა და დეპუტატების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში თურქეთის დელეგაციასთან.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი და მუსტაფა შენთოფი საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტებს შორის თანამშრომლობის დოკუმენტზე მოაწერენ ხელს და ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები