პოლიტიკა

ენტონი ბლინკენი საკუთარ Instagram-გვერდზე საქართველოს ვიცე-პრემიერის ციტატას აქვეყნებს

21.02.22 14:00


„ნებისმიერი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნა, სრულიად მიუღებელია“ - საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნულ ციტატას ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საკუთარ Instagram-გვერდზე აქვეყნებს.

 

ვიდეო-კოლაჟი მოიცავს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების მხარდამჭერ ციტატების უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიზანია უკრაინის მიმართ მსოფლიო სოლიდარობის დემონსტრირება. ვიდეო აერთიანებს ნატოს გენერალური მდივნის, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ლატვიის, ესტონეთის, კანადის, საქართველოს, გერმანიის, რუმინეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ლიეტუვის, ჩრდილოეთ მაკედონიის და უკრაინის ქვეყნის მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების ციტატებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები