პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი: დემოკრატიის ნაწილია, მოქალაქემ შეძლოს საკუთარი კულტურის შეუფერხებლად ასახვა და მისი ინტერნეტსივრცეში გაზიარება

21.02.22 15:20


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა საერთაშორისო კონფერენციაში - „ ქართული ენა ინტერნეტსივრცეში" მიიღო მონაწილეობა, რომელიც ონლაინფორმატში გაიმართა და იუნესკოს მიერ გამოცხადებულ დედაენის დღეს მიეძღვნა.

 

თამარ ტალიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქცენტი ინტერნეტში ენობრივი მრავალფეროვნების შესახებ გააკეთა.

 

„დემოკრატიის ნაწილია, მოქალაქემ შეძლოს საკუთარი კულტურის შეუფერხებლად ასახვა და მისი ინტერნეტსივრცეში გაზიარება“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ციფრული რესურსების შექმნასა და ხელმისაწვდომობაზე, ქართულენოვანი აუდიო-ვიზუალური რესურსი საჭიროებასა და ქართულენოვანი ინტერნეტის პრობლემებზე.

 

თამარ ტალიაშვილმა, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მედიისა და საინფორმაციო საზოგადოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კონფერენციის ორგანიზატორებს და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზაობა გამოხატა.

 

კონფერენცია ევროსაბჭოს ინტერნეტ საზოგადოების საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები