პოლიტიკა
22.02.22 12:50
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელობასთან, სადაც ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე და საპარლამენტო კავშირების განმტკიცებაზე ისაუბრეს.
საუბრის მთავარ თემას წარმოადგენდა რეგიონული უსაფრთხოების გარემო. დელეგაციის წევრებმა ჩეხ კოლეგებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე, ასევე, გაუზიარეს ხედვები ზოგადად შავი ზღვის რეგიონში და უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციაზე.
„ჩეხ კოლეგებს გავუზიარეთ ხედვები საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ და ჩვენი გეგმა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებასთან დაკავშირებით. ჩეხური მხარის განცხადებით, ისინი ღიად და მკაფიოდ დააფიქსირებენ როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერას ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის, ევროკავშირსა და ნატო-ში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას მხარეებმა ხაზი გაუსვეს პარლამენტების მეგობრობის ჯგუფების გააქტიურების და საპარლამენტო ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას. როგორც აღინიშნა, ჩეხეთის ახლადარჩეულ პარლამენტში მალე შეიქმნება საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი.
ჩეხეთის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოს, სენატის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, მიმდინარე წლის მაისში ეწვევა.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი და ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24