პოლიტიკა

ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს

22.02.22 13:30


თბილისში, ორბელიანების სასახლეში საქართველოსა და უკრაინის დროშები გადმოფინეს.

 

ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ რესპუბლიკებად“ აღიარებას გუშინ გამოეხმაურა.

 

სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის გვერდით არის.

 

„საქართველო მკაცრად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების „აღიარებას“, რაც არის იმ სცენარის გამეორება, რასაც შედეგად მოჰყვა ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. საქართველო თქვენ გვერდით დგას პრეზიდენტო ზელენსკი და მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და მშვიდობას“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილი.

 

რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები