პოლიტიკა

დიპლომატებს რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ - საგარეო

22.02.22 14:30


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები ადგილზე რჩებიან.


ამასთან, სამინისტრო რეკომენდაციით მიმართავს უკრაინაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, სურვილის შემთხვევაში, კიევიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.

 

"უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ რეკომენდაცია მიეცათ, სურვილის შემთხვევაში, ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღონ", – აცხადებენ უწყებაში.

 

შეგახსენებთ, 21 თებერვალს რუსეთმა ცნო ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "სუვერენიტეტი". ამავდროულად, პუტინმა თავდაცვის სამინისტროს, სეპარატისტულ რეგიონებში "მშვიდობის უზრუნველსაყოფად" ჯარების გაგზავნა უბრძანა". დასავლეთმა მკაცრად დაგმო პუტინის გადაწყვეტილება.

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/

წაკითხულია : 100


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები