პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა

22.02.22 16:20


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი ლატვიის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ინგრიდა ლევრენცეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე როგორც განათლების, ასევე მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, ქართული და ლატვიური უნივერსიტეტების დაახლოებაზე იმსჯელეს.

 

„ვისაუბრეთ „ერაზმუს+“ პროგრამაში უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, ასევე „ჰორიზონტი ევროპის“ (Horizon Europe) პროგრამაში ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაინიცირებაზე. ჩვენთან სტუმრად ჩამოდის ლატვიის სეიმის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე და, შესაბამისად, დავგეგმეთ ის საკითხები, რასაც მასთან შეხვედრისას განვიხილავთ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები