საზოგადოება

ხაშურში ოჯახის ოთხი წევრი, მათ შორის მოზარდები, სოკოთი მოიწამლნენ

17.10.16 21:00


ხაშურში ოჯახის ოთხი წევრი სოკოთი მოიწამლა, აქედან ორი არასრულწლოვანია.

მდგომარეობის გაუარესების გამო, ოჯახის ოთხივე წევრი, გვიან ღამით ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა და სხვადასხვა კლინიკაში მოათავსა.

12 წლის ბიჭი და 14 წლის გოგონა მკურნალობას იაშვილის კლინიკაში გადიან. ისინი ტოქსიკოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება 32 წლის ქალბატონს და 64 წლის მამაკაცს, რომლებიც ერთმანეთის რძალ-მამამთილია, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკურ საავადმყოფოში არიან მოთავსებულები. როგორც „კვირას“ დაზარალებულების მკურნალმა ექიმმა განუცხადა, ოჯახის ორი წევრი საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. ისინი ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. ამჟამად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„კვირას“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა საკუთარი ხელით დაკრეფილი საკვები სოკო მიირთვეს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები