პოლიტიკა

ერთადერთი სწორი გამოსავალია უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა - ლევან იოსელიანი

22.02.22 17:00


რუსეთის პრეზიდენტის გუშინდელი განცხადება ადასტურებს, რომ რუსეთი იმ ტერიტორიებზე გაჩერებას, რომელთა „დამოუკიდებლობაც“ აღიარა, არ აპირებს, აცხადებს მოქალაქეების ერთ-ერთი ლიდერი. ლევან იოსელიანის განმარტებით,  მისი გეგმები კიდევ უფრო შორს მიმავალია.

 


"პუტინის მთელი გამოსვლა აგებული იყო საბჭოთა კავშირისადმი ნოსტალგიაზე. მან საქართველო მხოლოდ ერთხელ ახსენა, მაგრამ ფაქტია, რომ მთელს მის გამოსვლაში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც რუსეთის იმპერიის ნაწილი. პუტინის გამოსვლამ დაგვანახა, რომ რუსეთი არ აპირებს გაჩერებას არც დონბასზე, არც სხვა ქალაქებზე, რადგან მისი მიზანია, აღადგინოს საბჭოთა კავშირი იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ის არსებობდა. ერთადერთი სწორი გამოსავალია უკრაინის ძალიან პრინციპული მხარდაჭერა და დასავლელ პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობაში ყოფნა, რათა რუსეთის აგრესიას ყველა მშვიდობიანი საშუალებით წინ აღვუდგეთ. ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ, უკრაინის თავისუფლება და სუვერენიტეტი, რამდენად არის გადაჯაჭვული საქართველოს თავისუფლებასთან და სუვერენიტეტთან. საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მიმართ მეტი მხარდაჭერის დემონსტრირება მართებს, არ უნდა მოვერიდოთ რაღაცა ტიპის სიტყვების ხსენებას და რუსეთის მიმართ პოზიციონირებას ოკუპაციის ნაწილში“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები