პოლიტიკა

"ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი"-მიხეილ სააკაშვილი

23.02.22 10:15


საქართველოს მესამე პრეზიდენტი რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. 

 

მესამე პრეზიდენტის წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

"მეგობრებო, გაუგებრობა რომ არ იყოს. მე ამ ეტაპზე მხოლოდ იმას კი არ ვითხოვ, რომ ჩემთან ექიმები დაუშვან... ექიმებმა, სამივე კონსილიუმმა და ასევე, ციხის მიერ მოწვეულმა ნევროლოგმა, თამარ აბაშიძემ დიაგნოზი უკვე დამისვეს გარდაუვალ ინვალიდიზაციაზე და ამას უნდა დაუყოვნებლივ მკურნალობა. ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ პენიტენციური სამსახურის დაწესებულებების გარეთ, მათ შორის, ეს მკურნალობა ვერ მოხდება ვერც გორის ჰოსპიტალში, საიდანაც რუსთავის ციხეში უარეს მდგომარეობაში მყოფი დამაბრუნეს, ვიდრე აქედან გამიყვანეს.

 

სხვათაშორის, გორის ჰოსპიტლის ფაშისტი დირექტორი, მალხაზ ურთმელიძე, ნამდვილი ჯალათი, გუშინ საღამოს, ჩემი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, ეგრევე დანიშნეს ციხეების სამედიცინო სამსახურების უფროსად. ამიტომ, ვისაც ჩემი სიცოცხლის ბედი აღელვებს, მისი გადარჩენა მხოლოდ ამ სისტემიდან გაყვანითაა შესაძლებელი, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები