პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა

23.02.22 10:30


ქალაქ ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მონაწილეობდა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-პრეზიდენტები მაკა ბოჭორიშვილი და ანდრიუს კუბილიუსი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს შეხვედნენ.

 

„შეხვედრებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

 

შეხვედრებისას, საუბარი ასევე შეეხო სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს და ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

 

მაკა ბოჭორიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა სხვადასხვა მიმართულებით, აქტიურად იმუშაონ სომხეთთან თანამშრომლობის გასაღრმავებლად, ხაზი გაუსვა გრძელვადიანი სტაბილურობის მნიშვნელობას მისი შემდგომი განვითარების მიზნით და ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ლევან ქარუმიძემ ასამბლეის ბიუროს სხვა წევრებთან ერთად, შეხვედრა გამართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან, სადაც ყურადღება გამახვილდა რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრის თემას ასევე წარმოადგენდა აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები