პოლიტიკა
23.02.22 11:15
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების სხდომები გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა-თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, მიიღო მონაწილეობა.
უწყების ცნობით, პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების, სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების და ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტებზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, მიმდინარე პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე იმსჯელეს.
„პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი ,,საჯარო დაწესებულებებში მმართველობის ხელშეწყობა პოლიტიკური დიალოგისა და ინსტიტუციური თანამშრომლობის საფუძველზე ეფექტიანობისა და ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაზრდის მიზნით“. დოკუმენტი ხაზს უსვამს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საჯარო დაწესებულებებში კარგი მმართველობის ხელშეწყობის მნიშვნელობას და რეფორმების განხორციელების პროცესში ევროკავშირის მხარდაჭერის აუცილებლობას.
ენერგეტიკული უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი „ენერგეტიკული უსაფრთხოების გამოწვევები და მედეგობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროპული მწვანე შეთანხმებისა და სუფთა ენერგიაზე გადასვლის კონტექსტში“, რომლის თანაავტორები არიან საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბითაძე, და ევროპარლამენტარი ბრონის როპე.
კომიტეტის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი საქართველოს მხრიდან თანა-ავტორის სახელის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა ხატია წილოსანმა წარადგინა. რეზოლუციის პროექტი ხაზს უსვამს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში კლიმატის ცვლილების, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადობის მნიშვნელობას ევროპის მწვანე შეთანხმების კონტექსტში. დოკუმენტი ეხება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ენერგეტიკული სექტორის მიღწევებსა და გამოწვევებს.
ეკონომიკური ინტეგრაციისა და ევროკავშირთან საკანონმდებლო და პოლიტიკური დაახლოების სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი ,,დედაქალაქები: ეკონომიკური განვითარება პოსტ COVID-19-ის რეალობაში“. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტი მოიცავს პოსტ-პანდემიური აღდგენის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოწვევებს.
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და სამოქალაქო საზოგადოების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს რეზოლუციის პროექტი ,,ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ვაქცინაციის პროგრამების თავსებადობა და დაახლოება“, სადაც განხილულია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაში არსებული მიღწევები და გამოწვევები და ვაქცინაციის პროგრამების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პოლიტიკა.
კომიტეტების სხდომების ფარგლებში განხილულ რეზოლუციების პროექტებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მეათე პლენარული სესია დაამტკიცებს.
ერევანში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტების მუშაობაში საქართველოს პარლამენტიდან მაკა ბოჭორიშვილი, ლევან ქარუმიძე, ხატია წილოსანი და მარიამ ლაშხი მონაწილეობდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 163
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24