პოლიტიკა

„საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები და სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა“ - მიხეილ სააკაშვილი

23.02.22 12:40


საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

როგორც საათაშვილი წერს, სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა ყოველთვის ღირს.

 

„23 თებერვალს ჩახოცეს ჩვენი იუნკერები, რომლებიც იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას. 2008 წელს, ასევე, გვყავდა შინდისის გმირები, ანწუხელიძე, ძმები რომელაშვილები... 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობამ მიატოვა დედაქალაქი და წავიდა ემიგრაციაში.

 

2008 წელს, იგივე გზას მთავაზობდა არამხოლოდ პუტინი, არამედ ზოგიერთი ევროპელიც. მე არ წავედი და ჩვენ დედაქალაქი და სახელმწიფოებრიობა შევინარჩუნეთ. რაც არ უნდა ყოფილიყო პოლიტიკოსების შეცდომები, საქართველოს მუდმივად ჰყავდა გმირები და 1921 წელს სახელმწიფოებრიობა რომ ვერ შევინარჩუნეთ, იუნკერების ბრალი არაა.

 

დღეს მთავრობის მთავარი პროპაგანდა არის, რომ სამშობლოსთვის ბრძოლა და თავგანწირვა არ ღირს. ჩემი აზრით, ყოველთვის ღირს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები