პოლიტიკა

მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული - ზურაბიშვილი

23.02.22 13:00


სალომე ზურაბიშვილი ჯო ბაიდენის მიერ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

 

მას მიაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული:

 

"მიმაჩნია, რომ დაწესებული სანქციები უფრო სიმბოლურია, ვიდრე სერიოზული, იმიტომ, რომ არ ვარ დარწმუნებული, ამერიკელი ინვესტორები არ ჩავიდოდნენ ამ ორ რეგიონში, ლუგანსკში არ ჩადებდნენ ფულს, მაგრამ ეს არის სიგნალი. სიგნალი იმისა, რაც მოდის მომავალში, რაც მოხდება. ბუნებრივია, სანქციები ცოტა ადრე ნანახისგან ცოტა განსხვავებული სახითაც იქნება დაწესებული.

 

თუ რაიმე უნდა ვისწავლოთ წარსულისგან, 2008 წელს საქართველოში შემოსვლისა და 2014 წელს უკრაინაში შესვლის საფუძველზე, გახლავთ, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები არ იყენებენ ყველა იმ შესაძლებლობას, რომლებიც მათ გააჩნდათ იმ ეტაპზე. რუსეთს ამის ფასი სრულად არ ჰქონდა გადახდილი და ვერ მოხდა მისი შეკავება. სწორედ ამიტომ გვაქვს ეს გამოწვევა დღეს." განაცხადა ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

 

 


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები