პოლიტიკა
23.02.22 13:30
ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი. ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“
„საქართველო სისხლის ზღვაში ბანაობდა, ჩვენი დაფლეთილი დროშა კოჯრის მთაზე ქანაობდა - ამ სიმღერით გავიზარდე, როგორც ბევრი სხვა ემიგრანტი. იმ დროს ისე ჩანდა, რომ საქართველო დამარცხდა, იუნკერები დამარცხდნენ, საქართველო დატოვა თავისმა მთავრობამ და რუსეთმა გაიმარჯვა. ასე ჩანდა 1801 წელს, როცა რუსეთმა გააუქმა საქართველოს სამეფო ტახტი და მისი დამოუკიდებლობა და სუვერენობა, იმ მოსკოვის ტრაქტატის მიუხედავად; ასე ჩანდა 1992 წელს, როცა სოხუმი დაეცა; ასე ჩანდა 2008 წელს, როცა საქართველოს ტერიტორია იბომბებოდა.
ასე შეიძლება ჩანდეს დღეს ჩვენ მეგობარი უკრაინელებისთვის, როცა მათ ტერიტორიებზე შემოდის რუსეთის ჯარი, მაგრამ ეს მხოლოდ ასე ჩანს, რომ ეს არის რუსეთის ერთგვარი გამარჯვება და ჩვენი ქვეყნების ერთგვარი დამარცხება, ასე ჩანს და ასე არ არის. რეალურად დღეს, როცა პრეზიდენტის სასახლეზე ის დაფლეთილი დროშა არის აღმართული დღევანდელ დროშასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ საქართველო და მისი დამოუკიდებლობა ხელშეუხებელია. ასე ჩანდა და ასე არ არის, რადგან ჩვენ ვდგავართ დღეს დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი უკრაინის გვერდით. ასე ჩანდა და ასე არ არის და იუნკერებმა სინამდვილეში გაიმარჯვეს, რამეთუ ეს მაგალითი დაგვიტოვეს. მაგალითი, რომლითაც ჩვენს ახალგაზრდებს უნდა ვზრდიდეთ. მათ უნდა ესმოდეთ, რომ რიცხოვნობას, ქვეყნის სიძლიერეს არ აქვს მნიშვნელობა და დიდი და პატარა ამ შემთხვევაში არაფერს ნიშნავს თუ შენ იცი რისთვის იბრძვი და რისი გწამს. ეს დღე რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს.
მაგრამ ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე, რათა დავფიქრდეთ იმის შესახებ, ვაკეთებთ კი ყველაფერს, რაც საჭიროა ერთ ან ორ საუკუნეში, შემდეგმა თაობებმაც რომ თქვან: „ვართ გამარჯვებულები!“ ნუთუ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ახალგაზრდობას ის სულისკვეთება გადავცეთ, რომელიც მარო მაყაშვილებს, გივი ღამბაშიძეებსა და სხვებს, ვინც იქ იბრძოდნენ ჰქონდათ; ნუთუ სკოლაში იმას ვასწავლით, თუ რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული; ნუთუ ჩვენ ამ ქვეყანაში სახელმწიფოებრივად გვაქვს ის პერსპექტივა და მომავლის ხედვა, რასაც ჰქვია ეროვნული იდეოლოგია და რის გარეშეც ქვეყანა ვერ გაიზრდება; ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს; ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს. ყოველდღიურად უნდა ვაღწევდეთ, რომ ჩვენ ვიყოთ ის ქვეყანა, რომელიც ღირსი იქნება იმ იუნკერების, რომლებიც კოჯრის მთაზე იბრძოდნენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 370
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24