პოლიტიკა

საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას - შალვა პაპუაშვილი

23.02.22 14:20


საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, ზელენსკის განცხადებას თუ დავაკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ამ რთულ ვითარებაში, სიმშვიდეს ინარჩუნებს.

 

"რაც შეეხება სანქციების ნაწილს, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებით. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება გვერდში დაუდგება უკრაინას. ზელენსკის განცხადებას თუ დააკვირდებით, მისი პოზიცია პატივსაცემია, როცა ის ამ რთულ ვითარებაშიც ინარჩუნებს სიმშვიდეს, სიმტკიცეს და კვლავ ხაზა უსვამს, რომ ომი არ უნდა იყოს დაშვებული და ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული, რომ საერთაშორისო სამართლის პრინციპები აღსრულდეს სხვა ბერკეტების მეშვეობით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.ghn.ge/           

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები