პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე დუნია მიატოვიჩს შეხვდა

23.02.22 14:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს შეხვდა, სადაც საუბრის მთავარ თემას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები წარმოადგენდა. განსაკუთრებული ინტერესის საგანი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობა. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროკომისარი გეგმავს აფხაზეთში ვიზიტს, რათა ადგილზე ნახოს თუ რა ვითარებაა და რამდენად მძიმე მდგომარეობაა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ოკუპირებულ რეგიონებში.

 

„საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ იმ რეფორმებზე, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებასთან ერთად, განახორციელა; რეფორმებზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო დონეზე გაატარა ბოლო წლების განმავლობაში.

ევროკომისარის დაინტერესების სფერო იყო შრომითი უფლებები და სამუშაო გარემოსთან დაკავშირებული უსაფრთხოების სტანდარტები. განვიხილეთ რეფორმები გარემოსდაცვითი მიმართულებით. ვისაუბრეთ საკანონმდებლო რეფორმებზე, რომელიც ეხება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის და ძალადობის აღმოფხვრას სადაც, კონკრეტული მონაცემები და შესრულებული სამუშაო გავაცანით ევროკომისარს. ველით, რომ მას ექნება მომდევნო საინტერესო მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს ანგარიშებს ჩვენ ყურადღებით ვეცნობით, სადაც მოცემულია შეფასებები თუ რა პროგრესი და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები