პოლიტიკა

გივი მიქანაძე ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა

23.02.22 15:20


ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციას შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებაზე, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების შექმნის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანგოლის მხარე დაინტერესებულია კორუფციასთან ბრძოლის, მოქალაქეზე ორიენტირებული სხვადასხვა სერვისებითა და პარლამენტის ღიაობის (OGP) საქართველოს გამოცდილებით.

 

გივი მიქანაძემ, როგორც ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, სტუმრებს ღია მმართველობის საბჭოს საქმიანობაზე და ამ მხრივ საქართველოს პარლამენტის მიღწევებზე ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე ისაუბრა პარლამენტში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და იმ საკანონმდებლო პროცესებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში ხორციელდება. შეხვედრის ერთ-ერთ თემას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა წარმოადგენდა. ანგოლელი სტუმრები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი მეღვინეობის საკითხებით და საქართველოს მრავალსაუკუნოვანი გამოცდილები დაინტერესდნენ.

 

ანგოლის საგარეო უწყების დელეგაციის ხელმძღვანელმა, ჟულიო მაიატომ ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის და ღირებული ინფორმაციის გაზიარებისთვის. მისი განცხადებით, საქართველოში გამართულ შეხვედრებზე მოსმენილ ინფორმაციას, იგი ანგოლის საგარეო საქმეთა სამინისტროს და პარლამენტს გააცნობს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალ დონეზე გადასვლის საფუძველი გახდება.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები