პოლიტიკა
24.02.22 10:20
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა.
თეა ახვლედიანმა კომისარს გააცნო სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრიორიტეტები როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართულებით.
სახელმწიფო მინისტრმა მიმოიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული გამოწვევები და ყურადღება გაამახვილა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე, როგორიც არის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, თავისუფალ გადაადგილებაზე მკაცრი შეზღუდვების დაწესება, გამყოფი ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და სხვა ფიზიკური ბარიერების აღმართვა, საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავება, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა და სხვ. ხაზგასმით აღინიშნა საერთაშორისო ჩართულობისა და მხარდაჭერის შემდგომი განმტკიცების მნიშვნელობა, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაუყოვნებელი გათავისუფლების, ისევე როგორც ახალგორის რაიონში ე.წ. „გადასასვლელი პუნქტების“ ხანგრძლივი ჩაკეტვის შედეგად შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევისა და ხელოვნურ იზოლაციაში მყოფი ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების უზრუნველსაყოფად.
სახელმწიფო მინისტრმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს მთავრობის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო ხედვებზე, რაც კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის დიალოგის, ნდობის აღდგენის და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრობლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
აღნიშნულ კონტექსტში, უცხოელ სტუმარს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2010 წლის ჩართულობის სახელმწიფო სტრატეგიისა და თანმდევი სამოქმედო გეგმის სტრატეგიული გადახედვის პროცესზე, რომელიც ფართო საზოგადოებრივი მონაწილეობით, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით მიმდინარეობს.
თეა ახვლედიანმა კომისარს მიაწოდა ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის, სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის მიმართულებით მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე. მან აღნიშნა, რომ 2021 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა 2021-2030 წლების სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგია, რომელშიც განისაზღვრა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტორების, საერთაშორისო პარტნიორების, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების აქტიურ ჩართულობას. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია რიგი კონკრეტული ინიციატივები და ღონისძიებები, რომელთა ეფექტიანი განხორციელება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების შემდგომ ჩართულობას საზოგადოებრივ პროცესებში და კულტურათაშორისი დიალოგის განმტკიცებას.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს როლისა და მასთან შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში, მათ შორის ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის გაღრმავებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამეტური უფლებების დაცვის კუთხით.
„ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში არსებული ვითარების და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევების თაობაზე მსჯელობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმ ფონზეც, რომ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან, ადგილზე იზღუდება ადამიანის უფლებათა მონიტორინგის დამოუკიდებელი საერთაშორისო მექანიზმების ფუნქციონირება. ჩვენ ხაზი გავუსვით ადგილზე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების, საკუთრებაზე წვდომის შეზღუდვის, განსაკუთრებით გალსა და ახალგორის რაიონებში ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებს; განსაკუთრებული აქცენტი გავაკეთეთ უკანონო დაკავებებსა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რასაც არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეეწირა. ქალბატონ დუნია მიატოვიჩს გავაცანით შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგები და ასევე ვიმსჯელეთ იმ სამომავლო გეგმებსა და ინიციატივების თაობაზე, რომელსაც ვაყალიბებთ ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის კონტექსტში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24