პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას

24.02.22 13:40


საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

 

"რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის დარღვევას და უზრუნველყონ სიტუაციის დეესკალაცია," - წერს ზალკალიანი Twitter-ის პირად გვერდზე.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები