პოლიტიკა

პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი! - ნიკა მელია

24.02.22 14:00


უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმას ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც მელია წერს, პუტინი აუცილებლად დამარცხდება და თავისუფლება გაიმარჯვებს:

 

"უკრაინის გმირი ხალხი ვერაგ და სასტიკ შეტევას იგერიებს! ჩვენი გულები და ფიქრი დღეს მათთანაა!


ყველას გვესმის, რომ ეს ბოროტებასა და თავისუფლებას შორის ომია, რომელიც მთელ ჩვენ კონტინენტს და მთელ მსოფლიოს ეხება!


დღეს ყველა ვართ უკრაინელები და მათი ლურჯ- ყვითელი დროშა ჩვენი დროშაცაა!

 


ბევრი ქართველი მებრძოლი დღეს წინა ხაზზეა! დიდება მათ და უკრაინელ მებრძოლებს!


პუტინი დამარცხდება ამ ომში და მას მიყვება ყველა სამარცხვინო მარიონეტი!

 

თავისუფლება აუცილებლად გაიმარჯვებს!" - წერს ნიკა მელია.

 

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები