პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა

24.02.22 14:20


იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აშშ-ის საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის მრჩეველს სამართლებრივ საკითხებში ლენა ოუენსს და საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილეს, აარონ რუპერტს შეხვდა.

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა კონკრეტულ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.

 

„ჩვენ ვგეგმავთ გარკვეული საკითხების პარლამენტში ინიცირებას და საინტერესო იყო, საკანონმდებლო თვალსაზრისით, მათი რჩევების და მოსაზრებების მოსმენა.

ასევე, გავცვალეთ პოზიციები „სისხლის სამართლის კოდექსში“ განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით შემდგომ გეგმებზე“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ანრი ოხანაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები