ეკონომიკა

საქსტატი - იანვარში საქართველოს ეკონომიკა 18.0 პროცენტით გაიზარდა

28.02.22 12:20


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა.

 

საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა.

 

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები