საზოგადოება

ტურისტულ რეიტინგში საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა

18.10.16 15:30


საქართველომ 71-ე ადგილი დაიკავა 141 ქვეყანას შორის ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგში, (The Travel & Tourism Competitiveness Report) განთავსდა რა ნამიბიასა და ისრაელს შორის.

ტურისტული კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ორ წელიწადში ერთხელ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს.

2013 წელს ამ რეიტინგში საქართველო 66-ე პოზიციაზე იყო. ინდექსის ავტორებმა 14 ფაქტორი გაითვალისწინეს. მათ შორის კეთილგანწყობილი საქმიანი გარემო, უსაფრთხოება, საგზაო და საავიაციო ინფრასტრუქტურამ ბუნებრივი და კულტურული რესურსები, ფასების დონე და სავიზო წესების სიმკაცრე.

რეიტინგის სათავეში არიან ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია, აშშ და დიდი ბრიტანეთი. პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ყველაზე უკეთეს პოზიციაზე ესტონეთია — 38-ე ადგილი, ლატვია — 40-ე და ლიტვა — 54-ე ადგილი. რუსეთი რეიტინგის 45-ე ადგილზეა, აზერბაიჯანი — 84-ე, ხოლო სომხეთი —89.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 541


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები