საზოგადოება

თბილისში დათვის ბელს ამ დრომდე ეძებენ

18.10.16 16:50


თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, საბურთალოს მიმდებარე ტერიტორიაზე დათვის ბელს ამ დრომდე ეძებენ.

როგორც "ნიუპოსტს" თემურ ფხალაძემ განუცხადა, სააგენტოს ჯგუფებმა სამძებრო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყეს.

"გუშინ 23:30 საათზე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში შემოვიდა მოქალაქის შეტყობინება, რომ იყალთოს ქუჩაზე პატარა ზომის დათვი შენიშნა. შემთხვევის ადგილზე სააგენტოს წარმომადგენლები ოპერატიულად გამოცხადდნენ. შესაბამისი ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო ღონისძიებებს ატარებდნენ. ეს ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. ეს ღონისძიებები იქამდე გაგრძელდება ვიდრე არ დავრწმუნდებით ინფორმაციის ნამდვილობაში" - აღნიშნა ფხალაძემ.

თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელი გამორიცხავს, რომ დათვის ბელი იპოდრომიდან "შაპიტოს" ცირკიდან გამოიქცა.

"შაპიტოს ცირკს არ ჰყავს დათვის ბელი. ზოოპარკთანაც გადავამოწმეთ და არც მათ დაუკარგავთ დათვი"- უთხრა ნიუპოსტს ფხალაძემ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები