საზოგადოება

ექსპრეს-ლაბორატორია გორში – გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო

18.10.16 17:30


მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ახალი პროექტი დაიწყო – სააგენტოს სპეცილისტები ატმოსფერული ჰაერის, ნიადაგის, წყლის, ელ.მაგნიტური გამოსხივების და ხმაურის მონიტორინგს და მათ შესაბამისობას ზღვრულად დასაშვებ ნორმებთან უკვე მოძრავი ექსპრეს-ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია, ადგილობრივ მედიის წარმომადგენლებთან და მოსახლეობასთან ერთად ქალაქ გორში ექსპრეს-ლაბორატორიის სამუშაო პროცესს პირადად გაეცნო და მოსახლეობას გარემოს მონიტორინგის დაბინძურების შედეგები წარუდგინა.

ექპრეს-ლაბორატორია აღჭურვილია უახლესი თანამედროვე აპარატურით და ხელსაწყოებით. სააგენტოს სპეციალისტები სხვადასხვა წერტილში გარემოს დაბინძურების კვლევებს ახალი ლაბორატორიის საშუალებით ახორციელებენ.

სპეციალისტების მიერ ჩატარებული ანალიზები და კვლევები საშუალებას მიცემს სააგენტოს, ზუსტი ინფორმაცია გააჩნდეს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ და მისი გამომწვევი მიზეზები განსაზღვროს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები