საზოგადოება

კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

18.10.16 19:00


შსს-ს თანამშრომლებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

როგორც შსს-ს პრეს-სამსახური იუწყება, სამართალდამცველებმა 1973 წელს დაბადებული გ.კ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღისა და კარაბინისთვის განკუთვნილი 660 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ასევე, ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები