საზოგადოება

თურქეთიდან საქართველოში ყალბი ფულის შემოტანას შეეცადნენ

18.10.16 20:15


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა დიდი ოდენობით ყალბი ამერიკული დოლარის კუპიურები საქართველოში თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს.

„დაგეგმილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულთა დაკავება მოხდა უშუალოდ ყალბი კუპიურების გასაღების დროს“, — ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

შეგახსენებთ: ეს საქართველოში ყალბ ფულთან დაკავშირებული პირველი შემთხვევა არ არის. ასე მაგალითად, სექტემბრის ბოლოს უსაფრთხოების სამსახურმა 39 ათასი ლარის დამზადება-გასაღებაში ბრალდებული ორი პირი დააკავა; აგვისტოში დააკავეს პირი, რომელიც კუსტარულად ამზადებდა ერთლარიან მონეტებს ფერადი ლითონისა და სპეციალური დაზგის მეშვეობით, ხოლო ივნისში ყალბი 5, 10 და 20 ლარიანების კიდევ ორი დამამზადებელი დააპატიმრეს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 865


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები