ეკონომიკა

საქართველოში თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან განხორციელდა

15.03.22 17:40


ეროვნული ბანკის ცნობით, 2022 წლის თებერვალში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 183.4 მლნ აშშ დოლარი (551.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 13.7%-ით (22.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2021 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

 

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა თებერვალში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა.

 

იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის თებერვალში მთელი ფულადი გზავნილების 94.6% მოდიოდა.

 

საქართველოში თებერვალში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი იტალიიდან განხორციელდა.

 

2022 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.7 მლნ აშშ დოლარი (80.4 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2021 წლის თებერვლის (21.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 27.5%-ით მეტია.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები