საზოგადოება

ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში განქორწინებულთა რაოდენობა გაორმაგდა

18.10.16 21:45


საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2015 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 29 ათას 157 იყო, რაც 2014 წელთან შედარებით 2 369-ით ნაკლებია. კლებაა 2013 წელთან შედარებითაც. 2013-ში სულ 34 ათას 693 წყვილი დაქორწინდა.

ქორწინების კლების პარალელურად ზრდადი ტენდენცია შეინიშნება განქორწინების კუთხით. თუ მაგალითად 2000 წელს განქორწინების რიცხვი 1 854 იყო, 2005-ში - 1 928-მდე, 2010-ში კი 4 726-მდე გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება უკანასკნელი 3 წლის განმავლობაშიც, ბოლო მონაცემებით კი 2015 წელს განქორწინების 9 112 შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო წლების განმავლობაში იზრდება ქორწინების საშუალო ასაკი. ბოლო მონაცემებით, საშუალო ასაკი ქალების შემთხვევაში 28, ხოლო მამაკაცების შემთხვევაში 31 წელია. 2010-ში ეს მონაცემები 26-30-ის, ხოლო 2005-ში 25-29-ის ფარგლებში მერყეობდა.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები