საზოგადოება

თბილისში სკოლების რემონტისათვის 22 მილიონ ევროს გამოყოფენ

19.10.16 15:20


“თბილისის საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და ენერგოეფექტურობის ამაღლების პროექტი“ განხორციელდება ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB)დაფინანსებით.

შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინიატრმა და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (СEB) სახელით მთავარმა მენეჯერმა, ვიტომირ მაილს რაგუზმა (Vitomir Miles Raguz) — იტყობინება ფინანსთა სამინისტრო. შეთანხმებების ფარგლებში, საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 20 მილიონი ევროს ოდენობის რესურსი, საიდანაც 14 მილიონი ევრო ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხია, ხოლო 6 მილიონი ევრო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითი პარტნიორობის ფონდიდან (E5P) გამოყოფილი გრანტი.

“აღნიშნული რესურსი, რომელსაც, ასევე ემატება 2 მოლიონი ევროს ღირებულების საქართველოს თანამონაწილეობა, შესაძლებლობას გვაძლევს განხორციელდეს თბილისის 25-მდე საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია-გამაგრება და აღნიშნულ სკოლებში ენერგოეფექტურობის გაზრდა. პროექტის მთავარი ამოცანაა, გაუმჯობესდეს სასწავლო გარემო, სკოლის მოსწავლეთა უსაფრთხოება და პედაგოგთა სამუშაო პირობები. პროექტს ექნება მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტი; გაუმჯობესდება შერჩეული/გარემონტებული სკოლების მდგრადობა; შემცირდება თბილისის სკოლების ინფრასტრუქტურული მოწყვლადობა სეისმური აქტივობების მიმართ; სულ მცირე 40%-ით შემცირდება ენერგიის მოხმარება შენობებში”,-აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შეტყობინებაში.

ეს არის პირველი პროექტი, რომელიც СEB-ის დაფინანსებით განხორციელდება საჯარო სექტორში, ხოლო მეორე პროექტი, რომელიც E5P-ს თანადაფინანსებით განხორციელდება. პირველი პროექტის ფარგლებში, E5P-ის ფონდიდან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) ერთად, გამოყოფილი გრანტით, მიმდინარეობს თბილისის ავტოპარკის განახლება. აღნიშნული პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია და მას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – “საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო” განახორციელებს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები