საზოგადოება

თბილისში დათვს ისევ ეძებენ

19.10.16 16:35


თბილისის ქუჩებში დათვის ძებნა უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს, სამძებრო სამუშაოებში სამძებრო სამუშაოები 24-საათიანი რეჟიმით მიმდინარეობს და მასში ჩართულნი არიან კინოლოგებიც. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, საბურთალოს ტერიტორიაზე ორი ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა ცხოველის კვალს, ჯერჯერობით, ვერ მიაკვლიეს. დაკითხულია იყალთოს ქუჩის მოსახლეობა, ასევე - ქალი, რომელმაც დათვი გვიან ღამით შენიშნა.

როგორც ცხოველთა მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე არ იპოვიან ცხოველს, ან არ დარწმუნდებიან, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 631


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები