საზოგადოება

საქართველოში ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დაყენება იგეგმება

19.10.16 18:20


საქართველოში “ჭკვიანი მრიცხველების” დაყენება იგეგმება. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მაია მახარაშვილმა „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.

მისი განმარტებით, „ჭკვიანი მრიცხველები“ გულისხმობს მომხმარებლის ინფორმირებას მის მიერ გამოყენებული ენერგიისა თუ ელექტროენერგიის მიმწოდებლის შესახებ.

„მრიცხველი ასევე შესაძლებლობას მისცემს მომხმარებელს იცოდეს და აკონტროლოს რამდენ საათში და რამდენს მოიხმარს, რა საგანი რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს და ა.შ.“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.

მახარაშვილმა ვერ დააკონკრეტა, როდიდან გამოჩნდება „ჭკვიანი მრიცხველები“ ქვეყანაში, თუმცა აღნიშნა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაზეა საუბარი.

„ჭკვიანი მრიცხველები“ ძვირად ღირებული პროდუქტია, ამიტომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენი მოქალაქეებისათვის მათი ხელმისაწვდომობა მიზანშეწონილი არ იქნება,“ - აღნიშნა მახარაშვილმა.

ე.წ. ჭკვიანი მრიცხველების დამონტაჟება საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დაჯდება.

ინფორმაციის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე: http://www.bpn.ge/finansebi/27449-ras-guliskhmobs-tckviani-mrickhvelebi.html?lang=ka-GE


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 685


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები