საზოგადოება

საქართველოში ფრიადოსნების რაოდენობა გაიზარდა

19.10.16 19:00


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2 ათას 478 მოსწავლეს პერსონალურ კომპიუტერებს გადასცემს. მათ წარმატებით დაასრულეს ცხრა კლასი — სასკოლო განათლების საბაზისო საფეხური, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ფრიადოსნები კომპიუტერებს წლის ბოლომდე ეტაპობრივად მიიღებენ. განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატროშვილმა მცხეთის რაიონში საჯარო სკოლების 24 ფრიადოსანს საჩუქრები პირადად გადასცა.

მან აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ცოდნის დონის გაზრდისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგს უკვე იძლევა.

სკოლის მოსწავლეების წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მიზნად ისახავს მოტივაციის ამაღლებას, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდას, რათა შრომისმოყვარე მოსწავლეებს წარმატებების მიღწევის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს, სურვილისამებრ, შეუძლიათ სკოლის დატოვება და სწავლის პროფსასწავლებელში გაგრძელება. უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებისთვის აუცილებელია 12 კლასის დასრულების ატესტატი; თუმცა მათ, ვინ 9 კლასის შემდეგ პროფსასწავლებელს დაამთავრებს, ასევე აქვს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები