საზოგადოება

ზუგდიდში ორი პირი დააკავეს, რომელიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა

30.03.22 13:20


ზუგდიდში ორი პირი დააკავეს, რომელიც მანქანის ქვეშ ასაფეთქებელი მოწყობილობის დამონტაჟებას ცდილობდა. მათი დაკავება ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დეტალები უცნობია.

 

შს სამინისტროს ინფორმაციით, ისინი სისხლის სამართლის 236-ე მუხლის, მესამე და მეოთხე ნაწილებით არიან დაკავებულები, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლასწინააღმდეგო შეძენა, შენახვას, დამზადებას, გადაზიდვა, გადაგზავნას გულისხმობს.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები