საზოგადოება

თაღლითებმა ბანკების კლიენტები გაქურდეს

19.10.16 21:00


პოლიციამ თბილისსა და ქუთაისში სამი ადამიანი დააკავა. მათ ბრალად ედებათ მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან თანხის მოპარვა და მათ სახელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში კრედიტების გაფორმება.

თაღლითებმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით, მიმდინარე წლის აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით, ათეულობით მოქალაქის პირად და საბანკო მონაცემები გაიგეს. ასევე, სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან მოქალაქეთა სახელით სესხს იღებდნენ და ამ თანხებსაც მართლსაწინააღმდეგოდ ითვისებდნენ.

სულ, ჯამში, მოქალაქეთა კუთვნილი ანგარიშებიდან მითვისებულია 3362 ლარი, ხოლი სესხისსახით გამოტანილია 40 770 ლარი.

ერთ-ერთი ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო 19 სიმ-ბარათი, 1 პორტატიული კომპიუტერი, ინტერნეტმოდემი, 2 მობილური ტელეფონი და ჩანაწერებიანი ბლოკნოტი, ასევე, მას თან ჰქონდა ორი მობილური ტელეფონი სიმ-ბარათებით.

მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ამოიღო ერთი მობილური ტელეფონი და ორი სიმ-ბარათი. შსს არ გამორიცხავს, რომ ამ დანაშაულთან სხვა პირებიც იყვნენ დაკავშირებული და ამ მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის, ქურდობის, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, კომპიუტერული მონაცემების უნებართვოდ შეცვლის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 286-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 640


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები